8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის,
თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან)
ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882
წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა
გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში
მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.
ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში
ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა.
მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად.
ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები.
ზედმეტი სახელი
,,ვაჟა-ფშველა” პეტერბურგში შეარქვა თუშმა მეგობარმა დიმიტრი ცისკარიშვილმა. მან იცოდა, რომ
,,ვაჟა” ფშავ-ხევსურეთში ბიჭს, ვაჟკაცს ნიშნავს. დიმიტრი ხან ,,ვაჟას” ეძახდა, ხან ,,ფშაველას”. მერე შეაერთა და ვაჟა-ფშაველა” დაუძახა.
ვაჟა-ფშაველას აზრები
> ,,სამშობლოს არვის წავართმევთ, სხვაც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით მკვდარასაც კი გაეცინება."
> ,,განა ყველა რაც ხმელია, კაცთაგან საწუნარია? ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია."
> ,,მწერლობა მაშინ ასრულებს თავის წმინდა მოვალეობას, როცა უკეთესად ემსახურება ქვეყანას."
> ,, ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია."
ვაჟა-ფშაველას აზრები
> ,,სამშობლოს არვის წავართმევთ, სხვაც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით მკვდარასაც კი გაეცინება."
> ,,განა ყველა რაც ხმელია, კაცთაგან საწუნარია? ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია."
> ,,მწერლობა მაშინ ასრულებს თავის წმინდა მოვალეობას, როცა უკეთესად ემსახურება ქვეყანას."
> ,, ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია."
მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე:
- ვაჟა-ფშაველა მე პირველად გავიცანი პეტერბურგში, როდესაც უნივერსიტეტში შევედი. ის მოვიდა თავისუფალ მსმენელად უნივერსიტეტში და ესწრებოდა ქართველი სტუდენტების სხდომას სათვისტომო საკითხების შესახებ. ფშავ-ხევსურეთის სახალხო პოეზიიდან აუარებელი ლექსები იცოდა ზეპირად. არავითარი რვეული ან წერილობითი საბუთები ხელში არა ჰქონია და ყველანი განცვიფრებულნი ვიყავით, როგორ შეეძლო ამდენი ლექსის ზეპირად დამახსოვრება. ლექსები, რასაკვირველია, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩვენზე.
- ყველაზე უფრო მისი ნიჭის დამფასებელი იყო ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამბობდა: „რუსთაველის შემდეგ ჩვენ ასეთი ნიჭიერი პოეტი არა გვყოლიაო“. „ხუთშაბათობის სხდომებზე“, რომელნიც ილიას ბინაზე ეწყობოდა ხოლმე და რომელთაც ესწრებოდნენ რედაქციის ყველა წევრი, მწერლები და ილიას მეგობრები, ხშირად კითხულობდნენ ვაჟა-ფშაველას ამა თუ იმ თხზულებას.
ექვთიმე თაყაიშვილი
- გორის საოსტატო-სამასწავლებლო სემინარისთან არსებულ სამაგალითო სკოლაში ვსწავლობდი. ლუკა რაზიკაშვილი, რომელიც ჯერ ,,ვაჯა-ფშაველად" არ იწოდებოდა ,მეორედ თუ მესამედ უფრო ახლოს ვნახე სემინარიის ეზოში, დასვენების დროს.მისი გარეგნული შეხედულება და მედიდური სიარული გვიზიდავდა სმაგალითო სკოლის ყველა მოწაფეს , საითაც წავიდოდა ჩვენც იქით მივდევდით , რომ უფრო კარგად გაგვეგონა მისი ლაპარაკი და ფშაური კილო . ვაჟა განვითარებულ შეგირდად და სამაგალითო ადამიანად ითვლებოდა სემინარიაში . ამხანაგები დიდ პატივსა სცემდნენ და უყვარდათ კიდეც.
ხშირად
მათე წივწივაძე,სკოლის ამხანაგი, დაარტყამდა ვაჟას ბექობივით ამობურთულ
მკერდზე ხელსა და ეტყოდა : ,,ამან უნდა იცოცხლოს დიდხანსო!"
__ მოგიკვდეთ ლუკა რაზიკაშვილი , თუ არ გასახელოთო ,__ მიუგებდა ღილმილით ვაჟა.
ნათქვამი ასრულდა.
შიო მღვიმელი
* * *
- ილია ვაჟას მზეს ეძახდა მის ძმას, ბაჩანას, მთვარეს.
ეს
სიტყვები გაიმეორა რამდენჯერმე . შემდეგ გამოიღო ყურიდან კალამი , დადო
მაგიდაზე , გადმოგვცა ვაჟას პოემა ,,მოხუცის ნათქვამი " და თქვა :
,,დღეიდან მე თავისუფალი ვარ , დაგვებადა უნიჭიერესი მგოსანი . პოემა
ხვალისთვის დაბეჭდეთ , მთლიანად , არ გაწყვიტოთო".
თანამშრომლები გაოცებული დავრჩით ასეთი საქციელით, მწერლის დაფასება-ქებაში ილია ძალიან ძუნწი იყოო ___ თქვა გიგამ.
შიო მღვიმელი
...1922
წელს, შვიდი წლის შემდეგ ვაჟას გარდაცვალებიდან, პაოლო იაშვილი წერდა:
"...გულშემზარავი იყო ბედი ვაჟა-ფშაველასი. ვაჟაფშაველაზე ძლიერი პოეტური
სტიქია არ ახსოვს საქართველოს. ვაჟამ პირველმა მისცა იმედი ქართულ სიტყვას.
მას ჰქონდა ღმერთების ენა და ჰომეროსის ნოყიერება. მაგრამ არწივად
წოდებული საქართველოში დადიოდა, როგორც `ჩხიკვი ზაქარა~, თვალმოხეული,
ყველის სუნით გაჟღენთილი, დაკონკილ ჩოხით, ფრჩხილებში მიწა გამოგლესილი,
ნარმის საცვლებში, დასული სოფლის მეწვრილმანის ვაჭრობამდის, მიუღებელი,
უგვირგვინო. ის ჭლექით დააკვდა საავადმყოფოს ლოგინს, ისე ვით უბინაო და
ქუჩის მათხოვარი"
პაოლო იაშვილი
პატივცემულო სტუმარო , შეგიძლია დაწერო კომენტარების ველში თქვენს მიერ ცნობილი საინტერესო ამბავი ვაჟა-ფშაველას შესახებ , მივესალმებით , თუ გაგვიზიარებთ თქვენს მოსაზრებებს და ა.შ.
ОтветитьУдалитьკარგი საქმეა!
ОтветитьУдалитьსაჭირო და საშური!
ყმაწვილმა უნდა იცოდეს ვინ იყო მისი წინაპარი, მით უფრო დღეს, როცა გლობალიზაციის საფრთხეა ასე აშკარა და კარზე მოგვდგომია! ნინო ჩხიკვიშვილი
" ღმერთო , შეაყვარე ქართველს ქართველი და საქართველო ,რადგან ამ უკანასკნელს არა დაუშავებია რა"...ვაჟა-ფშაველა
ОтветитьУдалитьProeqtistvis dzalian damexmara da dzalian sainteresocaa
ОтветитьУдалитьmadloba
მოხარული ვარ!
Удалитьზალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის დიდი მადლობელი ვარ რომ საქართველოს ასეთი კარგი წინაპრები ჰყავდა
Удалитьუფრო მეტი სტატია თუ ეკრანის ძვირი ჯდება და რა
ОтветитьУдалить⁸