იაკობი___ აქ
ნოდარ დუმბაძე იაკობის ,,დედაენაზე" ამბობდა , ეს წიგნი კი არა ერიაო.
ნოდარ დუმბაძე იაკობის ,,დედაენაზე" ამბობდა , ეს წიგნი კი არა ერიაო.
იაკობისთანა კაციც ერია.
აუღელვებლად ვერასოდეს ვკითხულობ მის ერთ მოგონებას : 1968 წელია.თურქეთში,ქ.ბურსაში შეხვდება პატარა შავთავალწარბა ბიჭს, რომელსაც ქართველს მიამსგავსებს. ბიჭი მართლა ,, გურჯი" აღმოჩნდება, რასაც თარჯიმნის საშუალებით დაუდასტურებს.
ქართული რატომ არ იციო, უსაყვედურებს მწერალი. ბიჭი მიზეზს ორი ქართული სიტყვით აუხსნის: ,,ნენეი მომიკვდა".
მაშინ მწერალი აჩუქებს უძვირფასეს საოჯახო რელიკვიას --თაობებისგან გამოყენებულ , გაცრეცილ,,დედაენას" და ეტყვის __წაიღე , შენი იყოს ,ოღონდ ისწავლეო.
ისეთი გრძნობა დამრჩა , თითქოს დედაჩემი ვაჩუქე და დედა გავუცოცხლეო,__წერს იგი .
აი, ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იაკობის ,,დედაენასთან".
(,,ჩვენი მწერლობა"
იხილე გვერდი იაკობ გოგებაშვილი
იდიდე, წიგნო, იდიდე, ქართული სულის ლაზათო,
ОтветитьУдалитьღმერთი თუ არა ღმერთკაცი იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო.