ცნობილ გამომცემელს, სოსიკო მერკვილაძესა და ასევე ცნობილ მეწარმეს,
მიტროფანე ლაღიძეს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ აკაკი წერეთელთან. ამ ადამიანების საქმიანობასა და მათ ურთიერთობებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ინტერვიუში ჩვენს რესპონდენტთან – შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელთან, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ჯული გაბოძესთან.
– აკაკი წერეთელს სიცოცხლეშივე ერგო ერის გამორჩეული სიყვარული. ეს პატივისცემა იმითაც გამოიხატა, რომ მწერლის სიცოცხლეში გამომცემლები ერთმანეთს ეცილებოდნენ მისი ნაწერების გამოცემაში. თუმცა, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, პოეტის სიცოცხლეში აკაკის ნაწერები სრულად არ გამოცემულა. აკაკის თხზულებების გამომცემლები იყვნენ სწორედ იოსებ, იგივე სოსიკო მერკვილაძე და ცნობილი მეწარმე, უალკოჰოლო წყლების პირველი მწარმოებელი საქართველოში, მიტროფანე ლაღიძე. ამ უკანასკნელის მოკრძალება იმდენად დიდი იყო მგოსნისადმი, რომ მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში აკაკისთვის იაგუნდისთვლიანი ვერცხლის კალამი უჩუქებია. ასევე ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა აკაკის იოსებ მერკვილაძესთანაც. აკაკი თითქმის ყოველგვარ საკითხზე ეთათბირებოდა მას. როგორც ცნობილია, იგი თავისი ქონების „აპეკუნადაც“ დანიშნა. საგულისხმოა აკაკის ერთი წერილი: „ახლა შენ იცი: ძმა ძმისთვისაო და შავი დღისთვისაო. თუ სხვა არაფერი გექნეს დასაგირავებელი, თავი დაიგირავე და, რამდენიც შეიძლო, მომაწოდე”. ასე შეიძლება, მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანს მიმართო. სოსიკო მერკვილაძეს დიდი განათლება არ ჰქონია, მაგრამ, როგორც ირკვევა, სწრაფვა და სურვილი განათლებისა, იმდროინდელ ინტელიგენციასთან ურთიერთობისა, იმდენად დიდი იყო, რომ შემდეგში მან გამომცემლობაც კი დააარსა. თავდაპირველად კი, სოსიკოს შეუძენია ფართლეულის მაღაზია, რომელიც მდებარეობდა მაშინდელი წმიდა გიორგის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღთან. თვითონ მერკვილაძეები ღამბაშიძის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. სოსიკოს, ძმასთან ერთად, ჩამოჰქონდა იაპონიიდან ქსოვილები და თავის მაღაზიაში ყიდდა. მიხეილ ჭაბაშვილი იხსენებს, რომ სოსიკოს მეუღლეს, ნუშოს ჭრა-კერვის უფასო კურსები ჰქონდა გახსნილიო.
– კიდევ რა არის ცნობილი სოსიკო მერკვილაძის შესახებ?
– სოსიკო მერკვილაძე იყო საზოგადო მოღვაწეც. ცნობილია, რომ აკაკი წერეთელმა 1897 წელს დააარსა ჟურნალი „აკაკის თვიური კრებული”, რომლის მიზანი და დანიშნულება იყო, საკუთარ ნაწერებთან ერთად, ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების მოძიება, შეკრება და გამოქვეყნება. აკაკი თავის კრებულში ზედიზედ აქვეყნებდა განცხადებებს და საგანგებოდ მოუწოდებდა ყველას, განსაკუთრებით კი სოფლის ახალგაზრდობას, ჩაეწერათ და შეეგროვებინათ მონაცემები: „სად რა გვარის კაცები ცხოვრობდნენ, რა და რა ფრინველები და ცხოველები სახლობდენ, რა მცენარე და ბალახი იზრდება. სად რამდენი ციხე-კოშკი და ნანგრევია. რა მდინარეები ჩამოდის, რა ტბები და წყაროებია. რა ჯიშის თევზი ხარობს შიგ. აღწერეთ და გამოგზავნეთო. მოუწოდებდა, შეკრიბეთ: ზღაპრები, ანდაზები, გამოცანები, ლექსები, ზმები. მოგვაწოდეთ, გვარში თუ რამე გუჯრებია. აგრეთვე, ყოველი სიტყვა, რომელიც გეუცხოვოთ, ფონოგრაფიულად ჩაიწერეთო. მხოლოდ ამის შედეგად შევძლებთ, შევიტყოთ ჩვენი ქვეყნის ფასი და ჩვენი თავიც გავიცნოთო. ლექსიკონების შედგენაც ადვილი იქნება, როგორც საზოგადოსი, ისე კერძოდ, ზოოლოგიურის, ბოტანიკურის, მინერალოგიურის და სხვა... გადავა დრო, წავლენ ჩვენი მამები და ეს ყველაფერი დაიკარგებაო”. ფაქტობრივად, ქართული ფოლკლორი, და არა მხოლოდ ფოლკლორი, ძალიან დავალებულია აკაკისგან. საქართველოს ყველა კუთხიდან უცბად, ნაკადად წამოვიდა ასობით ნიმუში ფოლკლორისა, სიგელ-გუჯრები, წიგნები, სხვადასხვა ნივთები. ეს კი იმ აგენტების დამსახურება იყო, რომლებიც აკაკიმ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიავლინა. ერთ-ერთი მათგანი იყო სოსიკო მერკვილაძე, რომელიც აგროვებდა ძალიან საინტერესო მასალას და აქვეყნებდა „აკაკის თვიურ კრებულში”. ამის შემდეგ კი იგი უფრო დაუახლოვდა მწერლებს და საბოლოოდ, მათი ნაწერების გამოცემას მიჰყო ხელი. ამიტომაც, ფართლეულის მაღაზია გადააკეთა წიგნის მაღაზიად, რომელსაც უწოდა: სოსიკო მერკვილაძის გამომცემლობა, წიგნის მაღაზია „ცოდნა”. მინდა, გითხრათ, რომ ძალიან ბევრი წიგნი გამოსცა – ათობით, თუ არ ჩავთვლით აკაკის ნაწარმოებებს. ამ გამომცემლობაში დაიბეჭდა ილიას, გრიგოლ ორბელიანის, იასე რაჭველის, ივანე მაჭავარიანის, თედო სახოკიას, ალექსანდრე ხახანაშვილის, ნიკო ლომოურის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვა ავტორთა წიგნები.
– აკაკისა და სოსიკოს პიროვნულ ურთიერთობებზე თუ არის ინფორმაცია?
– იოსებ მერკვილაძის ოჯახი ძალიან დიდი მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობოდა აკაკის. მას სოსიკოს ბინაში ერთი ოთახი ჰქონდა გამოყოფილი. ეს მისი საკუთარი ოთახი იყო. ცნობილია, რომ აკაკის ცისფერი უყვარდა და ამიტომ ეს ოთახიც ცისფრად იყო შეღებილი. ცისფერი გახლდათ იქ ფარდები, აბაჟური, კედლები... აკაკის ხომ სახლი, ფაქტობრივად, არ ჰქონდა თბილისში და როდესაც იგი დედაქალაქში ჩამოდიოდა, მერკვილაძეების ძალიან ხშირი სტუმარი იყო, – თვეობით რჩებოდა მათთან.
– საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აკაკის ნაწერების გამოცემებით, მხოლოდ სოსიკო მერკვილაძე არ ყოფილა დაკავებული.
– რა თქმა უნდა, აკაკის ნაწერების გამოცემით ბევრი ინტერესდებოდა: ნიკო ნიკოლაძე, ანდრია ღულაძე, კირილე ლორთქიფანიძე, იაკობ მანსვეტაშვილი, ძმები ჭილაძეები. გამომცემელთაგან ერთ-ერთი მიტროფანე ლაღიძეც გახლდათ. იგი არ ყოფილა მხოლოდ მეწარმე. მან ქუთაისში ააშენა პირველი ელექტროსადგური, პირველად მის ქარხანაში დაიწყეს უცხოეთიდან ჩამოტანილი დანადგარებით ყინულის მიღება, პირველმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში ბარიტის, საღებავის დასამზადებელი ნედლეულის, მიღებას. მიტროფანე ლაღიძე ქველმოქმედი გახლდათ. შეიძლება ითქვას, რომ მას უფრო მეტი ფული და შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ განა, მაშინ სხვას კი არ ექნებოდა შეძლება, ისევე როგორც დღეს, მაგრამ, ხომ ხედავთ, ისტორიამ მხოლოდ მათი სახელები შემოინახა, ვინც თავიანთი ქონება ქვეყნისთვის სასარგებლო საქმესაც მოახმარეს. ასეთ ადამიანებს ილიამ „ჩვენგანი” უწოდა, ასეა დღესაც. დავუბრუნდეთ ისევ მიტროფანე ლაღიძეს, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა ქართველ მწერალთა ნაწერების გამოცემით, ვიდრე დიდ ფულს იშოვიდა. მოვუსმინოთ მის მოგონებას: სოსიკო მერკვილაძის ძმასთან იყვნენ შეკრებილები, აკაკის წაუკითხავს პოემა „ნათელა.” პოემა ყველას ძალიან მოსწონებია და როდესაც პოეტს კითხვა დაუსრულებია, მიტროფანეს უთხოვია, – ეს ნაწარმოები ერთხელ მაინც გამომაცემინეო. ლაღიძე იხსენებს: აკაკი დამთანხმდა, ოღონდ მითხრა, წიგნს ძვირი ფასი არ დაადოო.
როგორც გითხარით, იმდენი გამომცემელი, რამდენიც აკაკის ჰყავდა, იშვიათი იყო, მაგრამ პარადოქსებითაა სავსე ეს ცხოვრება. მიუხედავად ამისა, ვერ მოხერხდა, რომ აკაკის მთელი შემოქმედება, სრულყოფილად (ვერც ილიასი) გამოცემულიყო. ამის განხორციელებისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა. სხვათა შორის, ქართველთა წიგნის გამომცემელთა ამხანაგობამ და მისმა ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ჯაბადარმა, დაიწყეს ილიას და აკაკის თხზულებების ათ ტომად გამოცემა მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში. მაგრამ, ორ ტომზე მეტის გამოცემა ვერ მოხერხდა. ვერ მივიდა საქმე ბოლომდე. ქართული ინტრიგა ყოველთვის ყველა საქმეს აფუჭებდა ხოლმე...
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი გამომცემელი მეგობრობდა და ინტერესდებოდა მწერლით, ბოლოს აკაკის ყველაზე დიდი ნდობა მაინც სოსიკო მერკვილაძეს ერგო წილად. ამდენ გამომცემელს შორის ერთადერთი იყო სოსიკო მერკვილაძე, რომელსაც მგოსანმა სამუდამო მფლობელობაში გადასცა თავისი ნაწარმოებები, ისეთები, როგორიცაა: „გამზრდელი”, „ბაში-აჩუკი”, „ნათელა”, „კიკოლას ნაამბობი”, „ბაგრატ დიდი”. ეს იყო მუდმივი საკუთრების უფლება, დაიდო ხელშეკრულება, რომელმაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმდროინდელ ინტელიგენციაში. მაგრამ, სოსიკო თავის გამოცემებს ასეთი მინაწერით ბეჭდავდა: არავინ გაბედოს ამ ნაწარმოების გამოქვეყნება უნებართვოდ, რადგან ჩვენ ისინი მიღებული გვაქვს სამუდამო საკუთრებაშიო, თან ყველა დააწყნარა – ამ ნაწარმოებებს ერთხელ გამოვცემ და შემდეგ, რა თქმა უნდა, ისინი ხალხის საკუთრება გახდებაო. ასეც მოხდა.
როდესაც მგოსანმა რაჭა-ლეჩხუმში იმოგზაურა. სოსიკო მერკვილაძეც ერთი თანმხლები პირი იყო. სოსიკო იგონებს, რომ რაჭველებმა გვთხოვეს, გვასტუმრე აკაკიო. იუბილეს დღეებში, ეს ვერ განვახორციელე, ახლა მოვახერხეო. მართლაც, 1912 წელს აკაკიმ იმოგზაურა რაჭა-ლეჩხუმში. ეს მოვლენა ასახა ვასილ ამაშუკელმა პირველ ქართულ დოკუმენტურ ფილმში „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”. აქაც მგოსნის გვერდითაა სოსიკო მერკვილაძე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ, კერძოდ, 1908 წელს აქტიურად იყო ჩართული აკაკის იუბილეს ორგანიზებაში.
– როგორც ცნობილია, ეს ძალიან მასშტაბური იუბილე იყო.
– აკაკის იუბილე აღნიშნეს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში, რუსეთის ძალიან ბევრ ქალაქში, ბაქოში, რომშიც უნდოდა თამარაშვილს მისი გადახდა, მაგრამ ფინანსური პრობლემის გამო, აკაკი იქამდე ვეღარ ჩავიდა. თითქმის მთელი წელი გაგრძელდა ეს იუბილე. სოსიკო სულ თან ახლდა.
სოსიკომ პირველმა გამოაქვეყნა აკაკის ბავშვობის დროინდელი ლექსები, რომლებიც ჩაიწერა პოეტის უფროსი დისგან. თავის დროზე ისინი აკაკის ცეცხლში შეუყრია, მაგრამ როგორც ჩანს, ნაწილი მაინც შემორჩენილა.
– რაც შეეხება მიტროფანე ლაღიძეს, კიდევ რა ვიცით ამ პიროვნების შესახებ?
– მიტროფანე ლაღიძე ძალიან საინტერესო პიროვნება გახლდათ. მასაც ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა აკაკისთან. გაზეთში იყო ასეთი ცნობა: „ნიშნად იმისა, რომ აკაკი გამოჯანმრთელდა, მიტროფანე ლაღიძემ შეუნდო ვინმე გ.წ.-ს დანაშაული”. ლაღიძემაც 1890-იანი წლებიდან დაიწყო მგოსნის ნაწერების გამოცემა. არსებობს მისივე ჩანაწერი: „გამოვეცი წიგნები: 1. ნათელა, 2. მომაკვდავის ჩვენება, 3. თამარ მეფე, 4. გამზრდელი, 5. წმ. ნინო, 6. აკაკის ქნარი... სხვათა შორის უაღრესად მნიშვნელოვანია მიტროფანე ლაღიძის ინფორმაცია „გამზრდელთან” დაკავშირებით. მოგეხსენებათ, არსებობს ვერსიები „გამზრდელის“ სიუჟეტის წარმომავლობის შესახებ. მიხეილ ჩიქოვანი ამბობდა, რომ ის შექმნილია აჭარული თქმულების მიხედვით, რომელსაც ეწოდება: „ვინ არის დამნაშავე”. ოთარ ჭურღულია მიიჩნევს, რომ ეს ამბავი აფხაზეთში მოხდა და აკაკიმ სიუჟეტი იქიდან აიღოო. საბოლოოდ, მეცნიერები ვერ შეჯერდნენ, მაგრამ მიტროფანე ლაღიძის მოგონებაში, რომელსაც მივაკვლიე ლიტერატურის მუზეუმში, წერია, რომ „გამზრდელის ამბავი აკაკის უამბო ჯანსუღ დადეშქელიანმა”. ეს ნამდვილი ამბავია.
– ჯანსუღ დადეშქელიანი ვინ იყო?
– იგი გახლდათ აკაკის სიძე – დისშვილის ქმარი და ის დიდხანს მსახურობდა ზუგდიდის მაზრის უფროსის მოადგილედ. ამას დაემთხვა კვლევით მოძიებული ცნობაც. 1920 წელს, მიხეილ ლაკერბაიმ, აფხაზმა მწერალმა, გამოაქვეყნა აფხაზურიდან თარგმნილი ნოველები. მათ შორის ერთი-ერთი იყო ნოველა „არღუნ სეიდიყ”, რომლის შინაარსიც ძალიან ჰგავს გამზრდელის სიუჟეტს. მიხეილ ლაკერბაი იხსენებს, რომ ეს ამბავი, მე სიტყვა-სიტყვით ჩავიწერე 100 წელს გადაცილებული აფხაზი მოხუცისგანო. ეს ისტორია კიდევ ერთი ნიშანია ამ ორი ხალხის ერთობისა. ჩვენ შორის არ იყო შენ-ჩემობა. ერების კულტურას ყველაზე კარგად წარმოადგენს ფოლკლორი, რომელიც შესანიშნავად ინახავს ადამიანთა თანაცხოვრებისას ჩამოყალიბებულ მსგავს ფასეულობებსა და ზნე-ჩვეულებებს.
– გამომცემელი მიტროფანე ლაღიძე, მოგვიანებით, ცნობილი „ლაღიძის წყლების” ჩამოსხმით დაკავდა.
– მან ამისთვის საგანგებო განათლება მიიღო. თავდაპირველად, ლაღიძის წყლების ქარხანა ქუთაისში დააარსა, 1906 წლიდან კი, დავით სარაჯიშვილის რჩევით, თბილისშიც გახსნა წარმოება. საინტერესოა, რომ ამ საქმეში მას აკაკის ხელშეწყობაც ჰქონდა, არ ვგულისხმობ ფინანსურ მხარეს.
თანამედროვეთა მოგონებით, ლაღიძე ბევრ საქველმოქმედო საქმეს ეწეოდა: ქართული წიგნების გამოცემა, აქტიური წევრი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა, დრამატული საზოგადოებისა და მათ ხშირად ფინანსურადაც ეხმარებოდა. როგორც ზემოთაც ვთქვი, ბევრი ადამიანის სახელი სწორედ აკაკის ნაწერების გამოცემით შემორჩა შთამომავლობას, მაგრამ რატომღაც აკაკის მაინც არ უმართლებს...
– რას გულისხმობთ?
– 1963 წელს დამთავრდა აკაკის თხზულებების თხუთმეტტომეულის გამოცემა. ამის შემდეგ 50 წელი გავიდა. გამოვლინდა უამრავი ახალი მასალა, მათ შორის, სრულიად უცნობი ან ცენზურის მიერ აკრძალული ათობით ლექსი, ერთი პოემა, ათეულობით პუბლიცისტური და პირადი წერილები, ამ სიახლემ 5 ტომი შეადგინა. დღეს ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფს გამოსაცემად მომზადებული აქვს აკაკის ნაწერების ოცტომეული. პირველი ათი ტომის მომზადება დააფინანსა რუსთაველის ეროვნულმა ფონდმა. მაგრამ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, საქართველოში არ მოიძებნა ქველმოქმედი, ვინც ამ 10 ტომის გამოცემას შეეწეოდა. ამიტომ, ამის შემდეგ გამოცხადდა ხელმოწერა და შეიძლება ითქვას, აკაკი თავისმა მკითხველმა დააფინანსა. პოეტის საიუბილეოდ გამოვეცით პირველი ტომი, სულ მალე დაიბეჭდება მეორე, მესამე და შემდეგი ტომებიც. მაგრამ, გულდასაწყვეტია, რომ შემდგომი 10 ტომის მეთერთმეტედან მეოცის ჩათვლით ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. იმ ათ ტომს ვგულისხმობ, რომლებშიც აკაკის უცნობი პუბლიცისტიკა და ორი ტომი პირადი მიმოწერა უნდა შევიდეს. თითქოს ისტორია მეორდება – მთელი ცხოვრება აკაკი ელოდა თავისი ნაწერების სრულყოფილად გამოცემას, უამრავი გამომცემელიც ეხვია გარს და ეს მაინც ვერ მოხერხდა. ღმერთმა ქნას, რომ ამ ისტორიას სხვანაირი დასასრული ჰქონდეს და ამჯერადაც გამოუჩნდნენ, მიტროფანე ლაღიძისა თუ მერკვილაძის მსგავსად, თანამედროვე ქველმოქმედნი და მეცენატები. ღვთის მადლით, დღესაც მრავლად არიან ისინი და იქნებ, ახლა მაინც ეღირსოს აკაკის აუხდენელ ოცნებას ასრულება.
წყარო http://www.tbiliselebi.ge/?mas_id=8727&year=2014&rubr_id=&jurn_id=

Комментариев нет:
Отправить комментарий
კომეტარი ჩასაწერ [თეთრ]ველში ჩაწერეთ, ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!
სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!