იაკობ გოგებაშვილი

იაკობი___  აქ

  ნოდარ დუმბაძე იაკობის  ,,დედაენაზე" ამბობდა , ეს წიგნი კი არა ერიაო.
იაკობისთანა კაციც ერია.
აუღელვებლად ვერასოდეს ვკითხულობ მის ერთ მოგონებას : 1968 წელია.თურქეთში,ქ.ბურსაში შეხვდება პატარა შავთავალწარბა ბიჭს, რომელსაც  ქართველს მიამსგავსებს. ბიჭი მართლა ,, გურჯი" აღმოჩნდება, რასაც თარჯიმნის საშუალებით დაუდასტურებს. ქართული რატომ არ იციო, უსაყვედურებს  მწერალი. ბიჭი მიზეზს ორი ქართული სიტყვით აუხსნის: ,,ნენეი მომიკვდა". მაშინ მწერალი აჩუქებს უძვირფასეს საოჯახო რელიკვიას --თაობებისგან გამოყენებულ , გაცრეცილ,,დედაენას" და ეტყვის __წაიღე , შენი იყოს ,ოღონდ ისწავლეო. ისეთი გრძნობა დამრჩა , თითქოს დედაჩემი ვაჩუქე და დედა გავუცოცხლეო,__წერს იგი . აი, ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იაკობის ,,დედაენასთან".
(,,ჩვენი მწერლობა"
იხილე გვერდი  იაკობ გოგებაშვილი

1 комментарий:

  1. იდიდე, წიგნო, იდიდე, ქართული სულის ლაზათო,
    ღმერთი თუ არა ღმერთკაცი იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო.

    ОтветитьУдалить

კომეტარი ჩასაწერ [თეთრ]ველში ჩაწერეთ, ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!